Georgian Anonymous


 

DEAD END-ი პარალელურში

BY: Anonymous - "NK"

ანონიმუსის წესებში ეწერა: აქტუალური თემები. ვიფიქრე საკმაოდ ადვილი იქნებოდა ამაზე წერა, რადგან ეს სიტყვა დღეს საკმაოდ ხშირად მხვდება ჩვენს რეალობაში, თუ შეიძლება რომ ასე ვუწოდოთ ჩვენს Dდღევანდელ აგდილსამყოფელს. Mმიუხედავად ამისა, როდესაც საწერად დავჯექი აქტუალური თემების მასშტაბმა მოლოდინს გადააჭარბა და მივხვდი რომ ვერანაირად ვერ დავწვრილმანდებოდი, ვერ ამოვირჩევდი რომელი თემა შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, რომელ აქტუალურ მარაზმს შეიძლება ჩემი რამდენიმე გვერდი დავუთმო, ყველა თემა რაც თავში მომდიოდა, აქტუალურობის პიკში იმყოფება და გამოსავალი ვერ ვნახე, გადავწყვიტე ზოგადათ ჩამოვთვალო.  იქნებ უფრო ნათლად აისახოს ყველაზე მნიშვნელოვანი.

არაპროფესიონალიზმი, საქმის არ-სიყვარული, უსაფუძვლო ამბიცია, წარმოუდგენელი თვითკმაყოფილება, მოქალაქეობრივი შეუგნებლობა, დამახინჯებული მეგობრობა, ფულის წარმოუდგენელი სიყვარული და ამის გამო აბსოლუტური მონური დამოკიდებულება ფულიანებისადმი. გაუმიჯნაობა პროფესიული და პირადი ურთიერთობების, უცოდინრობა. სიტყვა “პატრიოტიზმის” გაუაზრებელი რახარუხი და მისი მნიშვნელობის სრული დამახინჯება. სტანდარტების უსაფუძვლო დაწესება გაუგებარი ჯგუფების თუ ამა თუ იმ ადამიანების მიერ და შემდგომ მასიურად მათი ატაცება, Aასევე გაუაზრებლად. იდეის არ ქონა, როგორც მოქალაქეობრივის ასევე კრეატიულის ან ქონების შემთხვევაში მომენტალური მისი დათმობა, რაც გადადის მახინჯ პლაგიატიზმში. შინაგანი თავისუფლების დეფიციტი, გაჩუმების პრინციპი, რამოდენიმე ლარად შეფასებული ან Fასჰიონ შჰოწ-ებზე მოსაწვევის მიღების ხარჯზე. შური, პირფერობა, ტენდენციური რელიგიურობა, ესეც ასევე გაუაზრებელი, შინაგანი სამყაროს არ ქონა და ამის გამო კომუნის პრინციპით ცხოვრება. Lლაპარაკის დროს კივილ წივილი და ამით სიხარულის და მხიარულების გამოხატვა. რაც ძალიან უშლის ხელს ნორმალურ საუბარს (ჩემი აზრით) ერთმანეთისთვის ხელის შეშლა, მიუხედავად საერთო ინტერესებისა. ამ ყველაფერზე არ ფიქრი, და ზოგადად არა ფიქრი, არაფერზე. უსაფუძვლო კრიტიკა კრიტიკის ხარჯზე. 

ამიტომ ჩემს პირველ სტატიას დავარქვი DEAD END –ი. და ჩვენს ქვეყანას - პარალელური.


პარალელური იმიტომ რომ, ჩემი დაკვირვებებით და ღრმა რწმენით სამყარო, გარკვეული წესებით ვითარდება და არსებობს. თანამედროვე მეცნიერების ერთერთი თეორია ამტკიცებს რომ არსებობენ პარალელური სამყაროებიც. ისინი  ჩვენი “რეალური სამყაროსგან განსხვავებით” თავისი წესებით მოქმედებენ. საქართველო ზუსტადაც რომ იმ პარალელური სამყაროების რიცხვს მიეკუთვნება, არსებობს და ვითარდება თავისი გაუგებარი წესებით და კონონებით.Aაქედან გამომდინარე საკმაოდ რთულია შერწყმა და იმ რეალობის აღქმა რაშიც დღეს მთელი განვითარებული მსოფლიო იმყოფება რადგან ჩვენ ჩვენი წარმოუდგენელი თვითკმაყოფილებით მუდმივ DEAD END-ში შევდივართ.

 

ეს ანონიმი არის 1 ოქრის ვარსკვლავის მფლობელი ! 

შეაფასე სტატია . ყოველ 100  Like-ზე ამ ანონიმს მიენიჭება დამატებითი ვარსკვლავი და გადავა ანონიმთა იერარქიის შემდეგ საფეხურზე. 

დატოვე შენი კომენტარი 

HTML Comment Box is loading comments...


 

This free website was made using Yola.

No HTML skills required. Build your website in minutes.

Go to www.yola.com and sign up today!

Make a free website with Yola