დევ ერთხელ მოგვატყუეს! დღეს 25 დეკემბერს 21:00 საათზე დიდი ტყუილის ზეიმზე ვიყავი პარლამენტთან. ტელევიზიების ( განსაკუთრებით კი კურიერისა და ქრონიკის ) დამსახურებით 100000 ადამიანმა მოიყარა იქ თავი, ძლივს გაივლიდი. ცხვირზე ხელი მეჭირა რომ ირგვლივ მდგომთა პირიდან ამონასუნთქი ან მეგრძნო, ძალიან შემჭიდროვებულად ვიდექით!


 

საერთოდ ვინ გადაწყვიტა რომ ამ ქვეყანაში და განსაკუთრებით ჩემი ქალაქის გართობაზე ბათუმელმა კახუჩელამ და შავმა სტიოპამ  უნდა იზრუნოს! თქვენ ხომ არ გამოშტერდით საერთოდ??? ( მერიის ადმინისტრაციიდან დაწყებული პრეზიდენტის ადმინისტრაციით  დამთავრებული)

ტრიბუნაზე ალბათ არ გესმოდათ ხალხის გაოგნებული, კვნესები, –  ეს რა არის? რატომ მოვედით? ვერ ვხვდები რა ხდება?!!! ვერ ვხედავ?> ესენი სულ გამოყლევდნენ? და ა.შ

ეს ის ხალხია კურიერმა და ქრონიკამ რო დააზომბა 1 კვირით ადრე, ეს ის ხალხი ლაპარაკარობდა ნეკა სებისკვერაძე 3 დღე რომ მოუწოდებდა: –  მოდით ნახეთ საქართველოში პირველი პროექცია ( Building projection-ს ვგულიხმობ) არადა პირველი კი არა მესამე თუ მეოთხე იყო. თან ძალინ ცუდი! საშინელი! მე მაგალითად მაგრად დავცინე! ოთხნი ვიყავით თან პირადად ორგანიზატორების დაპატიჟებულები, მაგრამ მაგრად დავცინეთ!

დაახლოებით 3 პროექცია მაქვს ნანახი ევროპაში – რიგაში, ამსტერდამში და ბერნნში. და ალბათ 1000 კიდევ youtube-ზე. მაგრამ ასეთი მარტივად რომ ვთქვა – დებილობა არსად შემხვედრია!

ეხლა გადავიდეთ მთავარზე.

ამ სფეროში ცოტათი გარკვეული ადამიანი სულ მცირე აღშფოთდებოდა ეს რომ ენახა! და აი რატომ –

1.      ვერ ვნახეთ ვერც ერთი ეფექტური 3გამოსახულება ( რითაც შეგცეს მთელი თვე ამ ორგანიზატორებმა)

2.      მუსიკალური გამოფერმება იყო ყველაზე შეუსაბამო მსგავს შოუსთან. როგორც წესი გამოსახულების ეფექტთან ერთად ენერგიული მუსიკა კიდევ უფრო მეტ ეფექტს იძლევა და მაყურებელსაც უფრო  მეტად ექმნება action-ის შთაბეჭდილება. თუმცა აქ მოხევის ქალო თინაო იყო ჩართული .

3.      ირგვლივ არ იყო საკმარისი სიბნელე. მაგალითად: ბრდღვიალებდა კინო რუსთაველის შენობა, რამაც კიდევ უფრო დაუკარგა პროექციას ფასი და გამომსახველობითი ეფექტი.

4.      პროექციის შინაარსი იმდენად მარტივი და სუსტი იყო, რომ არაპროფესიონალიც შეამჩნევდა რომ შემქნელებს ე.წ sample-ები ჰქონდათ აღებული და სულ მცირედი იყო რეალურად ნამუშევარი. ეს ყველაფერი სლაიდ ან ლაზერ შოუს უფრო გავდა თავისი ბაზრობის , გოიმური ჩინური ჭყეტელა ფოსფორისფერებით ვიდრე პროფესინალების მიერ შექმნილ პროექციას.

აქედან ჩვენი დასკვნა და უტყუარი ინფორმაცია!

იმის გამო,რომ ზემოთ ჩვენმა ბოსებმა ეგრე გადაწყვიტეს რომ ქვეყნის და განსაკუთრებით თბილისური გართობის სადავეები შავ სტიოპას  და ბათუმელ კახუჩელას ჩააბარეს – მაგრა დაგვენძრა!

ჩვენი გადასახადებიდან დაფინანსებული გოიმური პროექტები უკვე ყელში ამოვიდა. გაინტერესებთ რამდენი დაჯდა ეს 10 წუთიანი ძონძი პოროექტი ??? –

165 000 ლარი!

10 წუთი და 165 000 ლარი! ჩვენი გაზის, დასუფთავები და წყლის გადასახადებიდან  აკრეფილი ფულით უნიჭო ლიტველები ჩამოიყვანეს, სრულიად უაზრო პროექცია შეუკვეთეს და ამაში მერიამ 165 000 ლარი გადაიხადა! შეგიძლიათ თქვენ გამოთვალოთ რამდენს აიღებდა შავი სტიოპა და ბათუმელი კაჩულა აქედან, ? ეს კალკულაცია თქვენთვის მოგვინდვია!

არადა ზუსტად  ვიცით რომ პროექტი მინიმუმ 20 000 იანი იყო! და თუ ვინეს რაიმე საწინააღმდეგო აზრი გექნებათ ან მტკიცებულებები დაგჭირდებათ მოგვწერეთ და პასუხს მიიღებთ!

ფეირვერკზეც კი დაენანათ ფული და 200 ლარიანი ფეირვერკით გააბრუნეს ზღვა ხალხი უკან. ალბათ ბიუჯეტში ფეირვერკის გრაფაში მინუმი 5000 ლარი ეწერა! 1 წუთიან ფეირვერკში. ვის აბოლებთ თქვე გოიმებო! ეეე სტიოპა და დრამერო კაჩუჩელა, ამ პოსტს ვინმე ალბათ დაგიფორვარდებთ როდისმე და ალბათ მაგრად ინერვიულებთ, იგინებთ მაგრამ სანამ ეს პოსტი თქვენამდე მკოვა მანამდე 1000 სხვა ადამიანს ექენბა წაკითხული და გავრცელებული!  

სტიოპა  მიუხედავად იმისა რომ კლუბებში ღამით ყელზე მეხვევი და სიყვარულს მეფიცები ვიცი შენი „ტუфტა“ სიტყვები და ამიტომ ეხლა აქედან გეუბნები –

დაგვანებე თავი გთხოვთ –  და კიდევ აქვე გთხოვ რომ აღარ გააკეთო ის გოიმურიო ახალი წელი! ლელა წურწუმიებით და ნუგზარ კვაშალებით! შეგვეშვით! თქვენი ცრუ, გაბერილი  ბიუჯეტებით, მოტეხილი ლარებით , ატკატებით  და მერიაში ახლობლებით! დავიღალეთ მაგრად! ნუ გვინადგურებთ ქალაქს. თქვენი მთავრობის ნაცნობობით მოიგეთ რამე ტენდერი დაითრიეთ მიწის ნაკვეთი გორთან და მოაწყვეთ ახალი ქალაქი და იქ წადით რა, თუ მოგვინდება  ჩამოვალთ ხოლმე!

ჩვენო ძირფასო მკითხველო ისევ გთხოვთ რომ ეს სტატია გაავრცელოთ!!!

 

პატივისცემით

 

Georgian Anonymous