ვინ ვართ ჩვენ


მისია

 

ჩვენ ორნი ვართ. იყო დრო როცა ერთმანეთი გვძულდა და ზურგს უკან ბევრს ვსაუბრობდით. ვიღაცეებს ეგონათ რომ ვჭორაობდით მაგრამ სინამვილეში უბრალოდ ვსაუბრობდით.

ერთმანეთს ხშირად ვხვდებოდით, კლუბებში, რესტორნებში, დაბადების დღეებზე, მიღებებზე, პანაშვიდებზე და ხანდახან გასევენებებშიც.

ერთ ცივ და ბნელ ნოემბრის დღეს წყნეთში მეგობრის აგარაკზე აღმოვჩნდით, მე ის და ჩვენი ორი მეგობარი. ის ორი შეყვარებულობანას თამაშს თამაშობნენ და მთელი საღამო ბუხართან მოკალათებულები ყურში ეჩურჩულებოდნენ, ხანდახან ტუჩებში კოცნიდნენ, ბოლოს ერთმანეთს ენით ლოკვა რომ დაუწყეს ჩვენ ავდექით და გამოვედით, იმას ცოტა მოსაწევი ქონდა როგორც მითხრა ლატვიიდან ჩამოვიტანეო. პირველად გავსინჯე ლატვიური მოსაწევი რომელიც არაფრით განსხვავდებოდა ჩვეულებრივი ევროპული სკანკისგან. 

მოწევის მერე ნახევარი ბოთლი ჯეკ დენიელსი ჩავცალეთ... შიგადაშიდ გვესმოდა იმ ჩვენი შეყვარებული წყვილის კვნესა და ლოგინის ყანყალის ხმა. მაგრად დავცინეთ... ცუდად კვნესოდა ის გოგო, უცნაურად ცხოველის ხმას უშვებდა, და ჩვენ კი რიგული მოსაწევის ზეწოლით დავცინოდით და დავცინოდით.

იმ ღამით ბევრ რამეზე ვისაუბრეთ ეხლა აქ იმ საუბრების დაწერას აზრი არ აქვს ყველაფერი , ცალ–ცალკე და დაწვრილებით ნელ–ნელა დაიწერება. სწორედ იმ საღამოს გადავწყვიტეთ რომ გვეწერა, და – გვეწერა!

კარგი საღამო იყო... დილით იმ წყვილს ისევ დავცინეთ. იმ გოგოს გაბურძგნული სახის დანახვაზე ყველაფერი გაგვახსენდა, თვალწინ წარმოგვიდგა და ... ( გავიხიეთ სიცილით )

დიდხანს ვარჩევდით ფორმას როგორ დაგვეწერა, სად... ვცადეთ ბლოგები და კიდევ ათასი სისულელე. ბოლოს ამ სრულიად უცნობ უფასო საიტების საიტზე შევრჩერდით. უფასო იმიტომ რომ ფასიანი დომენის აღების შემთხვევაში საჭირო იყო მფლობელის დეტალური ინფორმაციის მიწოდება რაც ზრდიდა შესაძლებლობას ჩვენი ვინაობა საჭარო გამხდარიყო. ამიტომ ეს უფასო საიტი მინიმალურ მონაცემებს ითხოვდა.

ჩვენ Georgian Anonymous-ები ვართ! ცნობილი ტიპები ვართ. ალბათ ყველას გიცნობთ და თქვენც გვიცნობთ. ალბათ ჩვენზე primetime-ში, სარკეში ან ცხელშოკოლადში ბევრჯერ წაგიკითხავთ, ალბათ ... ჩვენ ყველგან ვართ, ყველა კლუბში, ყველა ფართიზე, ყველა ოფიციალურ მიღებაზე, ყველას ახლობელი, სწორედ ამიტომ ძალიან ხშირად რთულია სიმართლის პირში თქმა, რთულია ცუდზე სრულიად დამსახურებული შენიშვნის თქმა, ცუდ სპექტაკლზე, ცუდ კონ ცერტზე, ცუდ ნამღერზე, ცუდ ჩვენებაზე, ცუდ ფილმზე.., გვერიდება! ალბათ თქვენც ასე ხართ, ჰოდა სწორედ ამიტომ გვგონია რომ არ ხდება განვითარება, სწორედ ამიტომ გვაქვს ყველა სფეროში სტაგნაცია და სწორედ ამიტომ ვართ ერთ უცვლელ წრეში მოქცეულები.

თბილისი LIVE, ბამბა–რუმსის, შარდენის, მისონიოს და ბარნოვის სივრცეში!... დაგვეხმარეთ შევცვალოთ , მაგრად გაგვიხარდება თუ ეს საიტი ყველასთვის მისაღები აღმოჩნდება, მაგრად გაგვახარებს ყოველი თქვენი კომენტარი და წინასწარ ყველა იმ ადამიანს ვინც ჩვენი ყურადღების ცენტრში მოექცევა ვუხდით ბოდიშს და აქვე ვეუბნებით რომ ეს ყველაფერი პასკვილის წერის გამო კიარა, არამედ ჩვენივე საზოგადროების გაზრდისა და ყოველი ჩვენგანის განვითარებისთვის ხდება! 



 

შემოგვიერთდი!!!

Email *
Powered byEMF Web Form
Report Abuse
Share on Facebook

გაავრცელე  

 

This free website was made using Yola.

No HTML skills required. Build your website in minutes.

Go to www.yola.com and sign up today!

Make a free website with Yola