Facebook -ში ყველას მოგვწონდა სეზონის ტრეილერი. ყოველდღე , ხანდახან დღეში 20–ჯერ სხვადასხვა მეგობარი პოსტავდა ე.წ  wall-ზე. ამას გარდა დაახლოებით 100 – invitation მომდიოდა. ჩვენ ყველანი დიდი მოლოდონით ველოდით პრემიერას!

პრემიერამდე გავრცელდა ხმები რომ ფული ფილმის გადასაღებად კეზერაშვილს მიუცია, პროდიუსერი მისი ახლობელი ნაცნობი ყოფილა, ფილმის იდეაც სწორედ მას ეკუთხვნის, ხოდა მისულა კეზერასთან და იდეა ვერბალურად მოუყოლია ( ალბათ ასე მოუყვებოდა ):

        პროდიუსერი: მოკლეთ... ოთხი ძმაკაცი თბილისიდან გაზავს ბათუმში „პაეზტკაში“  ჩადიან და ღამე მაგრად გულაობენ, ეს ყველა გულაობა და ქალაქის ახალი შენობები და განათებიული ბათუმი იასნია ნაჩვენები იქნება, ხოდა მიდიან მერე სასტუმროში მაგარი მთვრალები და გათიშულებს ეძინებათ,. დილით იღვიძებენ გარეთ გადიან და რას ხედავენ!!! –  მთელი ქალაქი ცარიელია და მარტოები არიან  ესენი! და აი მთელი ფილმის განმავლობაში მერე ცდილობენ რო გააღწიონ ამ დაცარიელებული ქალაქიდან და ვერ გადიან.

        კეზერა: გადიან და ვერ გადიან ?

        პროდიუსერი: ხო რა. აი ის ტუნელი როა იქ გადიან გა უკანვე გამოდიან, კაროჩე ვერ გადიან რა

        კეზერა: მარტო ტუნელით გადიან ?

        პროდიუსერი: არა ტყით, გზებით ...

        კეზერა: თურქეთში ხო არ გადადიან?

        პროდიუსერი: ( პაუზა) აუ ეგ ჯერ არ მოგვიფიქრებია და ვნახოთ რა , მკვდრები აღმოჩნდებიან და თურმე ერთ ერთ ძმაკაცს კომაში წარმოიდგენს ამ ყველაფერს ... და ისე შენ იდეა როგორ მოგწონს?

        კეზერა: რომელი ტუნელით რო გადიან და ვერ გადიან ?

        პროდიუსერი:  არა ვაფშე იდეა!

        კეზერა:  მომწონს!...

სიტყვა „მომწონს“ დაახლოებით მილიონ ლარს ნიშნავდა. ამ მილიონის გარდა ეს მომწონს" კიდევ ახალგაზრდა გადამღებ ჯგუფს, გამოუცდელ მსახიობებს და ასევე გამოუცდელ რეჟისორს, მერე ამათ  გულაობას ბათუმში,  და გაურკვეველ სცენარს ნიშნავდა  რომელზეც ალბათ დიდხანს იმუშავეს მაგრამ ვერაფერი მოუხერხეს. ხოდა დატოვეს ესე იდეის დონეზე, და მერე გადასაღებ მოედანზე გზადაგზა ამატებდნენ დიალოგებს! უხ რა მაგარია!  მილიონიან ფილმზე პირდაპირ გადასაღებ მოედანზე ხდებოდა სცენარში დიალოგების და რეპლიკების ჩამატება.

მოკლედ პრემიერაზე რა თქმა უნდა მეც მიმიწვიეს. მე მხოლოდ იმიტომ რომ სხვა პრემიერებზე ვყევართ ნანახი და ჰგონიათ რომ არც ერთი პრემიერა არ უნდა გამომატოვებინონ. თან გამიხარდა იმიტომ რომ ძალიან მაინტერესებდა ფილმი, facebook ში ჭკუიდან გადავდექი კინაღამ ამდენი ტრაიელერის ყურებით, მიხაროდა იმიტომ რომ ტრაილერი მომწონდა ესტეთიური სუფთა კადრები იყო, ვფიქრობდი რომ ფილმიც ასეთი იქნებოდა. ბოლო 2 წელია ჩემს თავს ვაძალებ – ერთ ფიქრს: ყველაფრის მიმართ პოზიტიურად განწყობილი ვიყო. ამდენი ხანია ყოველი ახალი ქართული ფილმის, სპექტაკლის, ჩვენების და გამოფენის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მაქვს,  ვცდილობ რომ დადებითად განვეწყო. ადრე ასე არ ვიყავი. პირიქით ვამბობდი რომ სანამ საზოგადოება არ გათავისუფლდება და 100%–ით არ მოიპოვებს პიროვნულ თავისუფლებას მანამდე ვერ გვეღირსება ფასეული შემოქმედებითი „პროდუქტი“. ( თურმე სწორად ვფიქრობდი )

მოკლედ  წავედი პრემიერაზე.  კინო ამირანი მაშინ მიყვარდა როცა სულ ახალი გახსნილი იყო და ჯერ კიდევ სხვა მფლობელები ჰყავდა და კინო რუსთაველთან კავშირი არ ჰქონია. ადრე კონკურენციაც უფრო ჯანსაღი იყო, და როგორც წესი ამ კინოთეატრში უფრო კარგ სურათებს უჩვენებდნენ.   ამირანი მამაჩემსაც უყვარდა ადრე,  თუმცა სულ სხვა მიზეზების გამო... ცოცხალი რომ ყოფილიყო ალბათ მასსაც ჩემსავით ეწყინებოდა ამ კინოთეატრის ესეთი „გაპაპსავება


ეხლა ისევ პრემიერის დღეს დავუბრუნდეთ. რა თქმა უნდა პრემიერაზე ყველა ნაცნობი იყო. სულ ძმები და დები! ეს ისე ნახევრად ხუმრობით. ნახევარზე მეტი გადამღები ჯგუფი, მსახიობები და მათი მეგობრები იყვნენ. ალბათ ნათესავებიც. ამას დავუმატოთ ჩემნაირი ცნობადი სახეები  ფონის შესაქმნელად , დავუმატოთ Tbilisi Live -ი და თიკო სადუნაშვილი, დავუმატოთ დილის კურიერის და იმედის ქრონიკის კულტურის სფეროზე მომუშავე გაუნათლებელი ჟურნალისტები , დიდი ბანერი და თბილისური  კინოს პრემიერაც მზადაა.

რა თქმა უნდა ტიტრები და სტუდიების როლიკები მაღალი ხარისხის აღმოჩნდა. ( ასე თუ ისე ქართველებმა ისწავლეს გრაფიკაში მუშაობა და ტრეილერების კეთება, ისე იწყება ხოლმე ფილმები როგორც დასავლური კინო პროდუქცია, დაძაბული მუსიკით და კარგი ეფექტებით ) ფილმის პირველი 15 წუთი ნორმალური აღმოჩნდა. რას ვიფირებდი რომ ის 15 წუთი სანატრელი გამიხდებოდა.

15 წუთის შემდეგ ( ანუ მას შემდეგ რაც ეს ახალგაზრდები აღმოაჩენენ რომ ქალაქში მარტონი არიან ) კინო ინდუსტრიაში გამოუცდელი ფსევდო კინოშნიკების პარადი დაიწყო!

მე პროფესიით ამ სფეროს სპეციალისტი ვარ, და ევროპის 3 დიდ ინსტიტუტში ლექციებსაც ვკითხულობდი კინოს ისტორიის შესახე. ვერ ვიტყვი რომ ამ ფილმმა გამაოცა დრამატურგიის არქონით, უარესებიც მინახავს, ვერ ვიტყვი რომ შოკში ვიყავი გახმოვანების ცუდი ხარისხით, ვერ ვიტყვი რომ გავოგნდი მსახიობების უაღრესად ცუდი თამაშით – ვერ ვიტყვი! ეგ არაფერია! 9  წლის განმავლობაში ცუდი ფილმის მართლაც უამრავი მსოფლიო case-ი ვნახე და ეს ფილმიც მათ რიგებში დაიდებს ბინას , მაგრამ პრობლემა იმაში კი არ არის როგორი ფილმების რიგებში იქნება სეზონი ნამდვილ პროფესიონალთა მეხსიერებაში არამედ იმაში თუ ქართული საზოგადოება როგორ აღიქვამს ამ ფილმს, ხალხი იტყვის თუ არა სიმართლეს, პრობლემა სწორედ იმაშია რომ საზოგადოებას უნდა შეეძლოს ჯანსაღი კრიტიკა და დამსახურებელი ადგილის „მიჩენა“. მაგრამ ჩვენთან ხომ დაინგრა სიმართლის თქმის „ინსტიტუტი“, ჩვენთან ხომ ქრონიკის, კურიერის და თბილისი Live-ის მიერ წყდება პოპულარობა და შეფასება მე–10 ადგილზე გადადის.

სეზონის შემთხვევაშიც ასე მოხდა. მაგრამ ფილმის შემქმნელებს სოციალურ ქსელში რეკლამირებაზე დახარჯული დროის ნაცვლად იგივე დრო სცენარზე დამუშავებაზე რომ დაეხარჯათ უკეთესი იქნებოდა. მაშინ ფილმს ხომ ოდნავ უკეთესი დრამატურგიით მიიღებდნენ?!

მე ვფიქრობ რომ ფილმის ის 15 წუთი რომელზე ც ზემოთ ვწერდი ყველაზე მეტად იყო დამუშავებული. განცდა დამრჩა რომ თითქოს პირველი 10 გვერდი იყო მხოლოდ დაბეჭდილი , რომელიც რეჟისორს ხელში ეჭირა და დანარჩენი 50 წუთი უკვე გზადაგზა , გადაღებების დროს მოიფიქრეს. აბა სხვაგვარად ვერაფრით ვერ ვამართლებ პერსონაჟების განუვითარებლობას. ვერაფრით ვიგებ როგორ შეიძლება ნორმალურ ადამიანს ჰქონდეს ის რექცია და შეფასება რომელიც პერსონაჟებს აქვთ როცა მიხვდებიან რომ ცარიელ ბათუმში იმყოფებიან. არ არსებობს ადამიანი ვინც ასე უდარდელად მიიღებს იმ ფანტასტიკას რომელიც დილის ბათუმში დახვდება. გამორიცხულია რომ ამ ბიჭების მსგავსად ამ დამთრგუნველი სიტუაციის შემყურე გაბედნიერდეს და იმ წამსვე მაღაზიებსა და სუპერმარკეტებში გაიქცეს საქონლის მოსაპარად. შანსი არ არის! სწორედ ამ ბავშური გარდასახვის შემდეგ რწუმდები რომ მთელი საათნახევარი დიდი სისულელის ყურებაში უნდა გაატარო.  სწორედ ეს ადამიანური შეფასებების არარეალური, არაბუნებრივი ქცევა თავშივე გაშორებს ფილმის სიუჟეტურ განვითარებაში ჩართულობისგან. უბრალოდ რომ ვთქვათ გიკარგავს რწმენას სინადვილის და შემდგომი პრობლემების მიმართ გულგრილს გტოვებს.

ფილმში ასევე ძალიან ცუდად არის შესრულებული ე.წ „სტიკოვკები“.  ამას გარდა ხმა არის დაუმუშავებელი. რეპლიკებს შორის დიდი პაუზებია. ორი მეგობრის დაძაბული დიალოგების მიმდინაროების დროს, ცალ–ცალკე, დამოუკიდებლ დუბლებად ჩაწერილი ტექსტები დინამიკაში არ ემთხვევა ერთმანეთს. მაგალითი ( არა ფილმიდან)

        წამოდი

პაუზა 1,2,3, წამი

პასუხი: სად

უნდა  წავიდეთ

ისევ პაუზა

პასუხი: ჰა?...

ეს ადამიანები ერთმანეთის პირისპირ დგანან და წესით ამ დენი ხანი კადრის შესაცვლელად და პასუხის გასაცემად არ უნდა დაჭირდეთ.

მსახიობებს რაც შეეხებათ. რამდენიმე მათგან პირადად ვიცნობ, ოღონდ ჩემი მეგობრების პატარა მეგობრები არიან. ამ ბიჭებს მრგავლ ბაღში და რამდენიმე დაბადებისდღეზე შევხვდერივარ და ძალიან კარგი ტიპები არიან მაგრამ ამ ჩვეულებრივ ცხოვრებში კარგმა ტიპებმა ისედაც აუწყობელი ფილმი კიდევ უფრო გააფუჭეს. რეჟისორი საკუთარი გამოუცდელობის გამო მსახიობთა შერჩევაშიც მაგრად შეცდა. შეცდა იქ სადაც პერსონაჟების ძიება სუბიექტური წარმოდგენების საფუძველზე დაიწყო და სხვა არაფერი აინტერესებდა გარდა სახისა, ხმისა და ან აღნაგობისა. ანუ მარტივად – ვთქვათ ჭირდებოდა „ბაბნიკი“ , ცივ სისხლიანი ტიპის მოძებნა და მონახა – ალბათ 22 წლის არაქართული გარეგნობის კარგ ტანზე მდგარი თეთრსახიანი ბიჭი, ჭირდებოდა „ღორმუცელა“ პერსონაჭი? მონახა ღიპიანი ტიპი, ჭირდებოდა გოგო ბოზანდარა წარსულით,და თან რომელიც კამერის წინ დაუფარავად შეძლებდა ზასაობას იპოვნა – ისეთი რომელიც ცხოვრებაშიც ასეთია და გაგებული ჰქონდა მასზე ჭორების დონეზე და ა.შ. მაგრამ ამ ტიპაჟების ძებნისას გამორჩა მთავარი – მათი ქცევა კამრის წინ! მათი გამოცდილება სცენარის ტექსტის მაყურებლამდე დამაჯერებლად მიტანის! გამორჩა გაეთვალისწინება რომ ტიპაჟი მხოლოდ სახე არ არის  და გმირთან ფიზიკური მსგავსება სულაც არ ნიშნავს რომ ეს ტიპი ფილმში „გაგიქაჩავს“. 





Comments

(4 days ago) Misha xangrdzeli said:
Dzalian rgmat chaugrmavdit memgoni ara uproso? :)) zedmetat profesionalurad axseni kvelaferi memgoni arc iko sachito... me ubralod mealomanivar da sul diletantiis tvalidan natlad gamochdneba... 
(isev kitxva ismis rashi daixarja fuli memgoni) "vcdilob dzalian cota vcero da martivad avxsna kvelaferi" 
eqshenis gadageba undodat? 
2 magalits movikvan... 
1. Bichebma iaragebi daitries sadgac andabidan memgoni cudi scena r gamovidoda .... rom gaektebinat.. 
2. 06 stis meti anu 600 larze meti ver gaimetes ro daemtvriat? da isev dishovi sanaxaoba ar moeckot? 
(Jan 18, 2011) MATRAKHI said:
SHEN RAGACA ACHRILI KHAR XALXIS TELEVIZIAZE, XOM AR GAMOGAGDES IKIDAN?
(Jan 17, 2011) nini said:
vetanxmebi erekles ogond ver vuaryob imas ro ubralod dasanania es filmi ro sheidzleba arsebobdes chvens realbashi.
(Jan 17, 2011) erekle said:
dzalian mecineba am sisuleleze seriozulad ro sauborobt :))))))))))))))))))))))))))))))))
(Jan 15, 2011) gio said:
ra sashinelebaa.tipiuri tbilisuri sigoime.gavige am pilmis gagzavnas apireben sazgvargaret :))))))))))))))))) daakavet vinmem ar miqaron!!!!!!!!!!!!!!!
(Jan 14, 2011) anano said:
es filmi rom araprofesionalurad aris shekmnili gasagebia, tumca aris masshi, ragac saintereso elementebi :) 
magram statia ufro "profesionalurad" shesrulebuli chans :D chans rom didi gamocdileba akvs mis avtors kino kritikashi :)))))))))))))))))))))))))))))))))) 
ufro saintereso ikneboda mas es abzacebi filmis teknikuri xarvezebis ganxilvis magivrad, suratis siujetis shefasebistvis daetmo :)
(Jan 14, 2011) movie said:
mapatiet yvelam vinc mteli gulit moindomet rom es kono kargi gamosuliyo. bodishs vuxdi yvelas visac guli shetkiva da visac mis sheqmnashi monacileoba aqvs migebuli. 

saocrad cudi samarcxvino da ugemovno sratia.vcuxvar rom chveni (qartvelebis) shesadzleblobebi ver gacda aset films. 
is sheuertda im filmebis sias romeic gulis revims metss arapers icveven 
maita nasosi 
yvelaperi kargad iqneba 
ocnebis qalaqi 
da kidev mravali sxva
(Jan 10, 2011) Anonymous said:
მსგავსი სისულელე მე არათუ ქართულ, უცხო ენაზეც არ მინახავს. ერთი ნორმალური (შინაარსიანი) დიალოგი არ იყო ფილმში. ძალიან სამწუხაროა ამაში თუ მილიონი დაიხარჯა, ფილმის ფაბულა მართლა გადაღეჭილია უამრავჯერ, "სცენარი" რბილად რომ ვთქვათ გაუგებარია, ისევე როგორც ის თუ რისი თქმა უნდოდა "გადამღებ ჯგუფს და რეჟისორს"
(Jan 10, 2011) Georgian Anonymous said:
ყველას ძალიან დიდი მადლობა გამოხმაურებებისთვის! რჩევებისთვისაც რომლესაბსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ! ძალიან მალე ჩვენს საიტზე გაკეთდება ფორუმი, ასე რომ ჩვენი ურთიერთობა უფრო აქტიური გახდება!
(Jan 10, 2011) Anonymous said:
psevdo ukompeqsoba da rechitativis tafisupleba, gadadis "paxabshinashi" chveulebriv urdzelobasa absolityrad usargeblo tlikinshi. samarcxvino ragacaa films ver vuced. ragacaaa